ირანში რუსი ჟურნალისტი დააკავეს

ირანის დედაქალაქ თეირანში რუსი ჟურნალისტი იულია იუზიკი დააკავეს,– იუწყება რუსული მედია. ამავე წყაროს მიხედვით, იუზიკი თეირანში პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე იყო მიწვეული, თუმცა მას აეროპორტში პასპორტი ჩამოართვეს და განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვებისას დაუბრუნებდნენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ჟურნალისტს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება ისრაელის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობას ედავება, რაც მინიმუმ 10 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია