მოსკოვის ცენტრში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საელჩოს“ არემონტებენ

დასასრულს უახლოვდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები მე–19 საუკუნის შენობაში, რომელშიც რუსეთში, მოსკოვის ცენტრში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საელჩო“ განთავსდება. როგორც ე.წ. საელჩოს წარმომადგენელი აცხადებს, სამუშაოები ნოემბრის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს, „საელჩო“ კი მასში წლის ბოლომდე ამოქმედდება. 

აღსანიშნავია, რომ  ეს შენობა ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად არის აღიარებული და ცნობილია, როგორც პოპოვისა და ელაგინის საქალაქო რეზიდენცია. საბჭოთა დროს მასში კომუნალური ბინები იყო განთავსებული და ამ დროისთვის შენობა სერიოზულ რესტავრირებას საჭიროებდა. ორსართულიანი შენობის საერთო ფართი 842კვ. მ. შეადგენს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზე იმსჯელეს