გერმანია ევროკავშირის სახელით ტრამპს საპასუხო ზომებით ემუქრება

გერმანია ევროკავშირის სახელით ტრამპს საპასუხო ზომებით ემუქრება.

”ევროკავშირს მოუწევს რეაგირება მოახდინოს  აშშ–ის გადაწყვეტილებაზე, დააწესოს ახალი ტარიფები ევროპულ პროდუქციაზე. სავარაუდოდ, ჩვენს შესაბამის სადამსჯელო ტარიფებს შემოვიღებთ“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა. 

ცნობისთვის: მიმდინარე კვირაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (WTO) განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ Airbus-ისთვის რიგი სუბსიდიები უკანონოდ იყო გაცემული. 2 ოქტომბერს კი შეერთებულმა შტატებმა ევროპულ პროდუქციაზე ახალი ტარიფების დაწესება დააანონსა. კერძოდ, ევროკავშირის ტერიტორიაზე დამზადებულ თვითმფრინავებს, პროდუქტებს - ყველს, ღვინოს, ზეითუნის ზეთს, ყავას და სხვა ათობით დასახელების პროდუქტს 18 ოქტომბრიდან ახალ საბაჟო ტარიფს დაუწესებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ახალგორში დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად საშვების გაცემა განახლდა