აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი თანამდებობას ტოვებს. მედიის ცნობით, მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვება დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს უკავშირდება. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციაზე ამერიკის დელეგაციას სწორედ რიკ პერი ხელმძღვანელობდა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატმა სენატორმა, ბობ მენენდეზმა ენერგეტიკის მინისტრს წერილით მიმართა, კონგრესს  წარუდგინოს ინფორმაცია მისი უკრაინაში ვიზიტის შესახებ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. მიზეზი აშშ–ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი გახდა. მედია წერდა, რომ თეთრი სახლის მეთაურმა კოლეგას აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟის უკრაინაში საქმიანობის გამოძიებას სთხოვა. მოგვიანებით ტრამპმა თავად საუბარი დაადასტურა, თუმცა ამ სახის, რაზეც მედია მიუთითებს, არა. გასულ კვირას თეთრმა სახლმა საუბრის სტენოგრამაც გამოაქვეყნა,

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს მონაწილეობა