საქართველოში "Marks and Spencer"-ის ტანსაცმელი შეიკერება

საქართველოში დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებლის, მსოფლიო ბრენდის "Marks and Spencer"-ის ტანსაცმელი შეიკერება. ამის შესახებ ინფორმაციას “აწარმოე საქართველოში" ავრცელებს.

ტანსაცმელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი„სამკერვალო კომპანია იმერი“ შეკერავს. 

"კომპანიის მიერ შეკერილი ტანსაცმელი სხვადასხვა ქვეყნებში, ცნობილი ბრენდის M&S მაღაზიებში, იარლიყით Made in Georgia (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ ქ. ქუთაისში, ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება შეძლო, რომლის შედეგადაც გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 400-მდე ადამიანი.

შპს „სამკერვალო კომპანია იმერი“ საქართველოს ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ­გლებში, ფინანსური, მხარდაჭერით ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებდა. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 800 000 ლარზე მეტს შეადგენს", – ნათქვამია „აწარმოე საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა