გოტმიოლერი – საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებაზე: "ველოდები ამ დღეს"

ნატო–ს გენმდივნის მოადგილის  როუზ გოტმიოლერის განცხადებით, "ერთ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ველოდები ამ დღეს". 

მან საკუთარ სიტყვაში ნატო–საქართველოს ურთიერთობას, საქართველოს ჩართულობას ნატო–ს სამშვიდობო მისიაში გაუსვა ხაზი. ნატო–ს გენმდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო-ს მხარდაჭერის არსებითი პაკეტი, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

"ძალიან ვამაყობ იმ სამუშაოთი, რაც ნატო-მ და საქართველომ ერთად ჩაატარეს. განსაკუთრებით საქართველოს მისწრაფების მხარდასაჭერად, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ველოდები ამ დღეს“, - განაცხადა გოტმიოლერმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა