ნუცუბიძის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.


მოტოციკლეტის მძღოლს მრავლობითი მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება. მანქანაში მჯდომმა გოგონამ კი მსუბუქი დაზიანება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp