"თუ რუსეთთან ფრენები მალე განახლდება, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, თუ რუსეთთან ფრენები უახლოეს მომავალში განახლდება, ქართული მხარე ამას მხოლოდ მიესალმება. 

„ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება, საქართველო ამისთვის ყველანაირად მზად არის“, – განაცხადა ზალკანიანმა. 

მისი თქმით, ეს პროცესი ხელს შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას.

„ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუ პროცესი მალე განახლდება. ჩემი პოზიცია საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ამის შესახებ მე განვაცხადე ასევე ნიუ იორკში შეხვედრაზე. რადგანაც ხალხთა შორის ურთიერთობები, ტურიზმის განვითარება ეს არის ის მიმართულება, რომელიც ხელს უწყობს დეესკალაციას“, -განაცხადა ზალკანიანმა.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ  „რუსეთმა და საქართველომ უნდა გამოიყენოს ის მომენტი, რომელიც ავიამიმოსვლის აღდგენისთვის შესაფერისი იქნება“. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 8 ივლისს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეწყვიტა მას შემდეგ, რაც თბილისში რუს დეპუტატ გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ რეგიონს ტოვებს, რუსეთი ძლიერდება: რას უქადის სირიული კრიზისი საქართველოს