აუდიტის სამსახური - 3 წლის განმავლობაში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” უკანონო მშენებლობის გამო 25-ჯერ დაჯარიმდა

3 წლის განმავლობაში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” უკანონო მშენებლობის გამო 25-ჯერ დაჯარიმდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის შესაბამისობის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2014-2017 წლების საქმიანობას ეხება.

დოკუმენტის თანახმად, 2014-2017 წლებში ელექტროსისტემის მიერ ცალკეულ შემთხვევებში სამშენებლო სამუშაობი დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რისთვისაც აუდიტის პერიოდში დაჯარიმებულია 25-ჯერ ჯამში 69 400 ლარით, საიდანაც 40 100 ლარი წარმოადგენს განმეორებითი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებულ ჯარიმას.

„აღნიშნული ცხადყოფს, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული დაჯარიმების საფუძვლების აღმოფხვრა ელექტროსისტემისთვის არ არის იმდენად პრიორიტეტული, რამდენადაც უნდა იყოს ასეთ სამუშაოებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების გამო”,-ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აზერბაიჯანში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა