საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. 

„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას მოაწერა ხელი. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რომლებმაც მოიპოვეს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნა“, – აღნიშნული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"