დაპირისპირება #51 სკოლაში: რეჟისორი, რომელმაც მოსწავლეებისთვის ვიდეო მოამზადა, ზეწოლაზე საუბრობს

რეჟისორი გიორგი ლასარეიშვილი, რომელმაც თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელებისთვის მუსიკალური კლიპი გადაიღო, ზეწოლაზე საუბრობს. არსებული ინფორმაციით, სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება, სწორედ აღნიშნულ ვიდეორგოლს მოჰყვა.

როგორც მოსწავლეები ყვებიან, გუშინ სკოლაში ჩხუბის მას შემდეგ დაიწყო, რაც მოზარდების ერთი ჯგუფი თანაკლასელებზე იმის გამო გაბრაზდა, რომ კლიპში ქუჩური მენტალიტეტი გააშარჟეს.

„არაფერი არ ვიცით მომხდარის შესახებ და გაურკვევლობაში ვართ, რა შუაშია ჩვენი კლიპი დაპირისპირებასთან.

ჩვენ პირველი ვარიანტი გვქონდა ატვირთული, სადაც იყო ჟარგონული სიტყვები გამოყენებული და როგორც მე გავიგე მოსწავლეებისგან, ამბობენ, ეს ვიდეო უნდა წაიშალოსო. ასე კონკრეტულად ვინ ამბობდა, როგორ ამბობდა, ეგ არ ვიცი, მაგრამ ვარაუდის დონეზე, ეს მოდიოდა დირექციისგან,“-განაცხადა რეჟისორმა გიორგი ლასარეუშვილმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თელავში ქმარმა ცოლი მოკლა