ტრამპმა ერდოღანი თეთრ სახლში მიიწვია

თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დონალდ ტრამპის საუბრის მთავარი თემა სირიაში დაგეგმილი ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნის საკითხი იყო.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის დროს უკმაყოფილება გამოთქვა, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება არ სრულდება.

ასევე, ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებით, სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და ის თეთრ სახლში მომავალ თვეში მიიწვია.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომენტარი გაკეთდა თეტრ სახლში. კერძოდ, თეთრი სახლის პრესმდივანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები სირიის ჩრდილოეთით თურქეთის მიერ დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დაამარცხა, ადგილზე არანაირ ოპერაციაში ჩართვას არ გეგმავს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა, ეს თურქეთის მოთხოვნაა, გამოაცხადონ კაპიტულაცია ქურთებმა"