„შტაინმაიერის ფორმულას“ ყველა მიესალმა, ახლა უნდა ვნახოთ, როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია"


საქართველოში ევროკავშირის ელჩის  განცხადებით, „შტაინმაიერის ფორმულას“ ყველა მიესალმა. 

"შტაინმაიერის ფორმულა“ უკრაინისთვის არის ინიციატივა, რომელსაც მოჰყვა ნდობა ყველა მხარის მიერ და ყველა მიესალმა. ახლა უნდა ვნახოთ, როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია, მაგრამ ეს ჩემი უფლებამოსილებების მიღმაა, რადგან მე ვარ საქართველოში ევროკავშირის ელჩი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

კითხვაზე, საქართველოშიც მსგავსი ფორმულით ხომ არ ჩამოსულა გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ჰარცელმა აღნიშნა: „არ ვიცი, ამის შესახებ სხვას უნდა ჰკითხოთ“.

თბილისს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სტუმრობს. 

იხილეთ ასევე: ამჯერად რისთვის ჩამოვიდა შტაინმაიერი


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს მონაწილეობა