ანაკლიის პორტის დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებები იწყება

ფინანსთა სამინისტროში 21 მაისს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის შეხევდრა გაიმართება. შეხვედრაზე კრედიტორი ინსტიტუტების 8–პუნქტიანი მოთხოვნა განიხილება. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროს პირველი პირები და ოთხი დიდი საერთაშორისო ინსტიტუტი  - EBRD-ი, OPIC-ი, ADB-ი და AIIB-ი. შეგახსენებთ, რომ ეს ის წამყვანი ბანკებია, რომელთაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 400 მლნ დოლარით უნდა დააფინანსონ.

რა კომპრომისზე შეიძლება, წავიდეს მთავრობა და რას ითხოვენ დონორები, დღეს გახდება ცნობილი. მხარეები მედიისთვის კომენტარს 11:00 საათზე გააკეთებენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება'' მარტვილის მუნიციპალიტეტში