აშშ–მა შავ ზღვაში რუსეთის შეკავების გეგმა გამოაქვეყნა

აშშ–ის სამთავრობო ანალიტიკურმა ცენტრმა RAND Corporation გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც შავი ზღვის რეგიონში რუსეთის შეკავებას ეძღვნება. მასში გამოთქმულია შეშფოთება იმის გამო რომ ბოლო დროს რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის მოდერნიზება განახორციელა და სამხრეთ სამხედრო ოლქში ძალები გაზარდა.

ცენტრის ექსპერტების აზრით, იმისათვის, რომ შავი ზღვის რეგიონში „რუსეთის მზარდ გავლენას“ წინააღმდეგობა გაეწიოს რუმინეთსა და ბულგარეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და სანაპირო სარაკეტო კომპლექსების გაშლაა აუცილებელი. სხვა ზომებს შორის დასახელებულია ნატო–ს წვრთნების გაფართოება, უკრაინისა და საქართველოს თავდაცვითი პოტენციალების ზრდის ხელშეწყობა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა