ხატია წილოსანი SYMPA-ს საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ბელარუსის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით ახალგაზრდა მენეჯერთა სკოლის (SYMPA) საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა.

ხატია წილოსანმა სტუმრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული ხედვა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო შეღავათიან ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის, დარგობრივი განვითარების, სამეცნიერო-კვლევითი, მევენახეობა-მეღვინეობის, განათლების და გარემოს დაცვის საკითხებს. 

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე და მათი აღსრულების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსთვის ტრადიციული, ასევე ახალი, მათ შორის, ევროპის ბაზრის და ამ კონტექსტში ქართული პროდუქციის რეპუტაციასა და ხარისხზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობა.

ხატია წილოსანმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრარული მიმართულებით ორ ქვეყანას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.

ბელარუს სტუმრებთან გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა ესწრებოდა. 

ომარ კაჭარავამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სტუმრებს ღვინის  მუზეუმი და ენოთეკა დაათვალიერებინა.

აღსანიშნავია, რომ SYMPA საგანმანათლებლო პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და მიზნად ისახავს წარმატებული რეფორმატორი ქვეყნების გამოცდილების გაცნობას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"