"ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნაა, საქართველო დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებისგან ითხოვს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი დაბრუნდეს დღის წესრიგში. 

ამის შესახებ ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა. 

“რას ვისურვებდი დაძაბულ სიტუაციასთან და კონფლიქტებთან მიმართებაში? თუ სურვილებზე არის ლაპარაკი, პირველ რიგში, ვისურვებდი დეესკალაციას და დეოკუპაციას. თუ იმაზეა საუბარი, ახლა რა შეიძლება, გაკეთდეს და რას ვითხოვთ ჩვენ პარტნიორებისგან, ერთი და მთავარი მოთხოვნაა, საქართველო დაბრუნდეს დღის წესრიგში; არ იყოს მივიწყებული იმიტომ, რომ იმის შემდეგ შედგა ახალი, შეიძლება უფრო მასშტაბური კონფლიქტი [უკრაინაში]. მაგრამ ეს ორივე კონფლიქტი არის ერთი სახეობის და აუცილებელია, რომ ერთ ჭრილში იყოს განხილული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"