მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ტრამპს საგადასახადო დეკლარაციას კონგრესმენებისთვის წარდგენა არ სურს

ვაშინგტონის სასამართლომ დააკმაყოფილა "დემოკრატ" კონგრესმენთა მოთხოვნა, აუდიტორული კომპანიის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის თაობაზე, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

აშშ-ის კონგრესში დემოკრატიული პარტიის წევრებმა ოფიციალურად მოითხოვეს დონალდ ტრამპის 2013-2018 წლების ფინანსური დოკუმენტების განსაჯაროებას. წარმომადგენელთა პალატის ფინანსებისა და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჩარდ ნილმა შესაბამისი მოთხოვნით აშშ-ის საგადასახადო სამსახურს მიმართა. მან ასევე უწყებას ტრამპთან და მის ბიზნესთან დაკავშირებული შესაძლო საგადასახადო შემოწმებების შესახებ ინფორმაციის ღიაობა მოსთხოვა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ არის მზად, გამოაქვეყნოს დეკლარაციები, ვიდრე მის წინააღმდეგ საგადასახადო შემოწმებები გრძელდება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება'' მარტვილის მუნიციპალიტეტში