ლუკაშენკო მარგველაშვილს შეხვდა (ვიდეო)

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ექს–პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, – იუწყება „ბელტა“. 

მისივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ბელარუსული პროდუქციის საკითხი, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველებისთვის წარწერა „დამზადებულია ბელარუსში“ პროდუქციის კარგ ხარისხზე მეტყველებს.


საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობებზე საუბრისას, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობების ფუნდამენტი უკვე ჩადებულია და უკვე შესაძლებელია სახლის შენება.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ბელარუსის ლიდერს მადლობა გადაუხადა მინსკში „თბილისობის“ დღესასწაულის მასშტაბური ორგანიზაციისთვის.

„ეს ქართველების დამსახურებაა. თქვენ იგრძენით, ჩვენ ქართველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაგვაჩნია. ჩვეულებრივ, ასეთი დღესასწაულები მცირე რაოდენობის ადამიანებზეა გათვლილი, აქ კი ათასობით მინსკელი და სტუმარი მოვიდა, ბევრი ქართველიც იყო, ჩვენთან მცხოვრებიც და სპეციალურად ჩამოსულიც. ელჩს ყოველთვის ეუბნებიან, რომ ეს დღესასწაული უფრო ხშირად უნდა გაიმართოს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"