ირაკლი ზარქუა ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეობაზე უარს აცხადებს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა პარლამენტის მანდატზე უარს აცხადებს.

„პარლამენტის წევრობა არის უდიდესი პატივი და გამოწვევა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ერთი თვის წინ უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ამირჩია, გამაჩნია პასუხისმგებლობა. მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩე საკრებულოში და ამ ეტაპზე უარი ვთქვა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. მნიშვნელობა არ აქვს „ქართული ოცნების“ წევრები ვინ, სად, რა პოზიციაზე ვიქნებით, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი მუშაობით, ჩვენი მცდელობებით როგორც მუნიციპალიტეტის დონეზე, ასევე ქვეყნის მასშტაბით, გარკვეული დადებითი როლი შევასრულოთ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. ამ მისიას, ამ ეტაპზე მე ვხედავ ქვეყნის საკრებულოში“,- აცხადებს ირაკლი ზარქუა.

პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის გათვალისწინებით, პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ზარქუას უნდა შეეცვალა. სიაში შემდეგია თემურ გოცირიძე, რომელიც ზარქუას თქმით, ამჟამად კერძო სექტორშია დასაქმებული. 

ცნობისთვის: ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისის ზოოპარკში ჟირაფები ბობი და ნე ბინადრობდნენ - კადრები ეროვნული არქივიდან