სისხლიანი შეტაკებების შემდეგ ერაყის არმია ბაღდადს ტოვებს

ერაყის პრემიერ-მინისტრმა აბდელ აბდელ-მაჰდიმ არმიას უბრძანა, დატოვოს შიიტებით დასახლებული აღმოსავლეთ ბაღდადის რაიონი, რომელსაც, შაბათ-კვირის განმავლობაში მომხდარი სისხლიანი შეტაკების შემდეგ, 7 ოქტომბრიდან საპოლიციო ძალები გააკონტროლებენ.

არმიის ქუჩებში გამოყვანა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა განვლილი კვირის განმავლობაში, ძალადობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად.

ერაყის სამხედრო უწყებამ აღიარა, რომ სამხედროებმა გამოიყენეს „გადამეტებული ძალა“ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რისთვისაც პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კანონის დამრღვევ სამხედროებს.

დემონსტრაციები ერაყში გამოიწვია უმუშევრობამ, კორუფციამ და ქვეყანაში გამეფებულმა სოციალურმა უსამართლობამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა, ეს თურქეთის მოთხოვნაა, გამოაცხადონ კაპიტულაცია ქურთებმა"