"დააკავეთ მოძალადე!" - გენპროკურატურასთან თოდაძის მხარდამჭერი აქცია იმართება

გენერალურ პროკურატურასთან თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია იმართება. ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და უფლებადამცველები თოდაძის დაზარალებულად ცნობას და საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის დაკავებას ითხოვენ. აქციას თავად თამთა თოდაძეც ესწრება.

აქციის მონაწილეები და თავად თოდუა მიიჩნევენ, რომ საქმის გამოძიება ჭიანურდება და ამას ჯიშკარიანის სტატუსს უკავშირებენ.აქციაზე სკანდირებენ - "დააკავეთ მოძალადე".

თოდუას განცხადებით, მიუხედავად მტკიცებულებების არსებობისა, პროცესი ნელ ტემპით მიმდინარეობს, ხოლო თავად ჯიშკარიანი საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ მას შემდეგ დაიკავეს, რაც ინფორმაცია მედიით გავრცელდა. 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ისნის მაჟორიტარს ილია ჯოშკარიანს საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქურთებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ციხე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისგან დაცალეს