"უდიდესი მადლიერების ნიშნად" ცხინვალში ცენტრალური ქუჩა პუტინის სახელობის გახდა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სახელობის გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ დე-ფაქტო ხელისუფლების გამოცემა რესი ავრცელებს.

ქუჩა აქამდე მოსკოვის სახელობის იყო. ცხინვალის დე-ფაქტო მერის ინფორმაციით, გადაწყვეტილება პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად მიიღეს, "უდიდესი მადლიერების ნიშნად".

სახელისუფლებო მედია წერს, რომ ქუჩაზე, რომელმაც პუტინის სახელი უნდა ატაროს დიდების ხეივანი, მოედანი, ავტოსადგური და საუნივერსიტეტო კომპლექსი აშენდება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"მე არ მინახავს მოსახლეობის უნდობლობა, ჩემთვის საზომი ესაა და არა ხუთკაციანი გამოსვლები"