აშშ-ში საქართველოს ელჩი ბათუმის ტერმინალზე:"უმნიშვნელოვანესია საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძის ფუნქციის გასაძლიერებლად"

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და დესპანმა გიორგი ციკოლიამ, ნიუ იორკში კომპანია "ტრამო"-ს აღმასრულებელ დირექტორთან ედვარდ ვაინერთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა, რომლის ღირებულება 20 მილიონ აშშ დოლარს წარმოადგენს. ტერმინალის მშენებლობის დასრულება 2020 წელსაა დაგეგმილი.

როგორც "აქცენტს" აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განუცხადა, "ეს პროექტი და „ტრამოს“ მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი, კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოს, როგორც უმოკლესი და ყველაზე ეფექტიანი გზის ხილვადობას სხვა, ასევე მსხვილი გადამზიდავებისათვის". 

"ტრამო“ ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კერძო კომპანიაა (56-ე ამერიკაში ფორბსის მიხედვით), რომლის ინტერესი ნედლეულით ვაჭრობა და ტრანსპორტირებაა მსოფლიო მასშტაბით (კომპანია ძლიერადაა წარმოდგენილი ყველა კონტინენტზე). არსებული საინვესტიციო შეთანხმების შესაბამისად, (რომელიც „Wondernet Express“-თან თბილისში გაფორმდა) „ტრამო“ ბათუმის საზღვაო პორტში მინერალური გამამდიდრებლების ახალ ტერმინალს ააგებს და ამაში 20 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობა დაწყებულია და ის 2020 წელს სრულად ამოქმედდება. ეს ახალი ტერმინალი დამატებით 60 ათას ტონა გამამდიდრებლებს გაატარებს საქართველოს გავლით.

თუმცა, ამ პროექტის მნიშვნელობა მხოლოდ 20 მლნ დოლარის ინვესტირებით არ შემოიფარგლება და ის უმნიშვნელოვანესია საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძის ფუნქციის გასაძლიერებლად. როგორც ჩვენთვის ცნობილია, „ტრამო“ დამატებით აპირებს მისი წარმომადგენლობის გაფართოვებას აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში, რაც ხელს შეუწყობს რესურსებით უმდიდრესი კასპიის რეგიონიდან ნედლეულის ევროპაში ტრანსპორტირებას საქართველოს გავლით. ეს პროექტი და „ტრამოს“ მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი, კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოს, როგორც უმოკლესი და ყველაზე ეფექტიანი გზის ხილვადობას სხვა, ასევე მსხვილი გადამზიდავებისათვის" - განუცხადა "აქცენტს" ელჩმა. 


შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტში „კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და ამერიკულ კორპორაცია Trammo-ს შორის ხელშეკრულება მიმდინარე წელს გაფორმდა. ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.

გასულ თვეს აღნიშნულ საკითხს ვრცელი სტატია ამერიკულმა "ფორბსმაც" მიუძღვნა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-მ თურქეთს სანქციები მოუხსნა