ტრამპი ერდოღანს ემუქრება:"თურქეთის ეკონომიკას გავანადგურებ"

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ურქეტს ეკონომიკის განადგურებით ემუქრება. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

დონალდ ტრამპი თურქეთს და ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დატყვევებულ მებრძოლებს და მათ ოჯახებს.

„როგორც უკვე მტკიცედ აღვნიშნე ადრე, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ თურქეთი გააკეთებს რაიმეს ისეთს, რასაც მე ჩემი დიდი გამოცდილებით ჩავთვლი, რომ არის მიუღებელი, სრულად გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას. ევროპელებთან და სხვებთან ერთად, მათ ყურადღება უნდა მიაქციონ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დატყვევებულ მებრძოლებს და მათ ოჯახებს. აშშ-მა გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა, მათ შორისაა ისლამური სახალიფოს 100 პროცენტის დაკავება. ახლა დროა, რეგიონის წევრებმა, რომლებსაც უზარმაზარი ქონება აქვთ, რომ დაიცვან თავიანთი ტერიტორია. აშშ დიდებულია“, – წერს დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
უკრაინის გენშტაბი: "მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას გეგმავს"