"დეპუტატი ექვემდებარება გამოძიებას...არ უნდა იყოს შეწყნარებული“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს წევრის მხრიდან მის თანაშემწეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი პოსტს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიის ჰეშთეგით (#MeToo) აქვეყნებს.

„#მითუ #ასევეარისსაქართველოში; თბილისის საკრებულოს დეპუტატი ექვემდებარება გამოძიებას მისი თანაშემწის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობისთვის. არ უნდა იყოს შეწყნარებული“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. თუმცა ამ დროისთვის არც დაზარალებულის სტატუსი აქვს ვინმეს და რც ბრალდებულის.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა