მედია: თურქულმა ავიაციამ სირიაში ქურთი სამხედროების ბაზა დაბომბა

თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიის ჩრდილოეთში ქურთი სამხედროების ბაზა დაბომბა,- ამის შესახებ ლიბანური ტელეკომპანია „ალ-მაიადეენი“ იუწყება. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სირიის ტელეკომპანია „იხბარია“ ასევე იუწყება, რომ თურქეთის სამხედრო ავიაციამ „სირიის დემოკრატიული ძალების“ წინააღდეგ იერიში ალ-მალიკიას გარეუბანში, სოფელ ტელ-ტავილში მიიტანა.

თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ანკარას სირიის სასაზღვრო რაიონების ქურთული სამხედრო ჯგუფებისგან გასუფთავება და უსაფრთხოების ზონის შექმნა სურს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სისხლიანი გარჩევა რუსეთში - დაღუპულია ხუთი ჩეჩენი