აშშ–ის "შავ სიაში" 28 ჩინური ორგანიზაცია მოხვდა

შეერთებულმა შტატებმა 28 ჩინური ორგანიზაცია სინძიანის პროვინციაში ეთნიკური უიღურების მიმართ ჩადენილი შეურაცხმყოფელი ქმედებების გამო, „შავ სიაში“ შეიყვანა, შესაბამისად, მათ ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ამერიკული კომპანიებიდან პროდუქტების ყიდვა ეკრძალება- იუწყება BBC.

„აღნიშნული ორგანიზაციები ჩაბმული არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და შეურაცხყოფაში. ისინი მონაწილეობენ ჩინეთის მიერ წარმოებულ რეპრესიებში, მასობრივ თვითნებურ დაკავებასა და მაღალ-ტექნოლოგიურ თვალთვალში უიღურების, ყაზახებისა და მუსლიმური ჯგუფების სხვა წევრების წინააღმდეგ,“ - ნათქვამია აშშ-ის სავაჭრო პალატის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ივლისში ოცზე მეტმა ქვეყანამ გაერო–ს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში ხელი მოაწერა ერთობლივ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მათ ჩინეთი უიღურებისა და სხვა მუსლიმანი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის გამო გააკრიტიკეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-მ თურქეთს სანქციები მოუხსნა