ნატო-ს მასშტაბური წვრთნები „დამცველი 2020“ საქართველოშიც გაიმართება

ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები „დამცველი 2020“ საქართველოშიც გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა კრის კავოლმა განაცხადა.

„მანევრების ლოგისტიკური ცენტრი გერმანია იქნება. წვრთნები ჩატარედება მთელს ევროპაში, გერმანიიდან პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩათვლით. ამასთან, მანევრებში მონაწილეობას მიიღებენ ჩრდილოეთის ქვეყნები ( დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი) და საქართველო“, – განაცხადა კავოლიმ. 

სამხედრო სწავლებაში, რომელიც 2020 წლის აპრილ-მაისში გაიმართება, სულ 18 ქვეყანა, მათ შორის აშშ (20 000 სამხედრო მოსამსახურით) მიიღებს მონაწილეობას. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა