ტრამპი თურქეთს ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქთს ემუქრება. 

"ადრეც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ თურქეთი  სირიაში გააკეთებს რაიმეს ისეთს, რასაც მე ჩემი დიდი გამოცდილებით ჩავთვლი, რომ არის მიუღებელი, სრულად გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას", – წერს ტრამპი "ტვიტერში" პირად გვერდზე. 

შეგახსენებთ, რომ სირიის ჩრდილოეთ რეგიონიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანა გუშინ დაიწყო. თეთრი სახლის პრესმდივანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები სირიის ჩრდილოეთ ნაწილში უსაფრთხო ზონი შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებენ: "თურქეთი მალე დაიწყებს ოპერაციას ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. აშშ-ის შეიარაღებული ძალები მხარს არ დაუჭერენ და მონაწილეობას არ მიიღებენ ამ ოპერაციაში და აშშ-ის ძალები, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიული "ხალიფატის" დამარცხების შემდეგ ამ არეალში აღარ იქნებიან". ცნობისთვის: გუშინ ანკარამ განაცხადა, რომ დაასრულა სამზადისი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის განხორციელებისთვის. 



Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალს დაესწრება