საქსტატი - საქართველოში საშუალო ხელფასი 1068 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა (საქსტატმა) დღეს 2018 წლის საშუალო ანაზღაურების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება თვეში 1,068 ლარსა და 30 თეთრს შეადგენდა. 

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 236.0 ლარი (წლიური ზრდა - 11.3 პროცენტი);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 712.2 ლარი (წლიური ზრდა - 7.4 პროცენტი);

• მშენებლობა - 1 552.0 ლარი (წლიური ზრდა - 5.9 პროცენტი).

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს ქალების საშუალო ხელფასი 822.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 280.7 ლარით განისაზღვრა, ხოლო ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 6.8 და 7.0 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 271.9 ლარით დაბალი იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2017 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 3.6 %–ით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.1 %–ით არის გაზრდილი და შესაბამისად 892.1 და 1 164.0 ლარს შეადგენს. 



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-მ თურქეთს სანქციები მოუხსნა