პრემიერი – ტურიზმის სექტორს: "ჩვენი გუნდის კარიც, ტელეფონებიც თქვენთვის იქნება წვდომადი, არც კრიტიკის შეგვეშინდება"

მინდა იცოდეთ, რომ ამ მთავრობის, ჩვენი გუნდის კარებიც, ტელეფონებიც, ყველაფერი თქვენთვის იქნება წვდომადი,- ასე მიმართა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს მაქსიმალურად ღია საუბრისკენ მოუწოდა და დაჰპირდა, რომ იქ სადაც ეს შესაძლებელი იქნება, პრობლემების გადაჭრას დღეები დასჭირდება.

"მინდა იცოდეთ, რომ ამ მთავრობის, ჩვენი გუნის კარებიც, ტელეფონებიც, ყველაფერი თქვენთვის იქნება წვდომადი, იმისთვის, რომ სადაც ეს შესაძლებელია და სადაც პრობლემების გადაწყვეტას ერთად სწრაფად შევძლებთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. მინდა შემოგთავაზოთ დღეს მაქსიმალურად ღიად,შეზღუდვების გარეშე ვისაუბროთ, ამისთვის მზად ვართ, კრიტიკისაც არასდროს შეგვშინებია და არც დღეს შეგვეშინდება, მითუმეტეს, დარწმუნებულები ვართ, რომ რამენაირად პასუხების გაცემას შევძლებთ", - განაცხადა გახარიამ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა