გერმანიაში მამაკაცმა სატვირთო გაიტაცა და შუქნიშნაზე მდგომ მანქანებში შევარდა

გერმანიაში, ლიმბურგში მამაკაცმა სატვირთო გაიტაცა და შუქნიშნაზე მდგომ მანქანებში შევარდა. გერმანული მედიის ცნობით, თავდამსხმელი 32 წლის სირიელი  მამაკაცია. 

ინციდენტის შედეგად დაშავებულია 9 ადამიანი. თავად თავდამსხმელი კი დაკავებულია. 

პოლიციას მომხდარისთვის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუნიჭებია, თუმცა მთავარ მოტივად ტერორისტული აქტი განიხილება. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა