ხატია წილოსანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტის უფროს მრჩეველს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტის უფროს მრჩეველს, კონსტანტინ ლიმიტოვსკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ხატია წილოსანმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წარმომადგენლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა დარგის ეფექტიანი განვითარების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მხრიდან საქართველოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის მიმართულებით  თანამშრომლობის შესაძლებლობებზე გამახვილდა ყურადღება.  

როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელმა, კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან შეხვედრის მთავარი მიზანი სამომავალო თანამშრომლობისთვის კონკრეტული მიმართულებების გამოვლენა და აღნიშნული მიმართულებით არსებული ვითარების გაცნობა იყო.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა