ავსტრიის მინისტრთა კაბინეტი ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიის" წევრებმა დატოვეს

ავსტრიაში მინისტრთა კაბინეტი ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიის” ყველა წევრმა დატოვა.

მათი გადადგომის მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა, რომელშიც ვიცე-კანცლერი ფიგურირებდა. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ქვეყნის პრეზიდენტს მისივე თანაპარტიელის, შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა, ასევე ტრანსპორტისა და სოციალურ საკითხთა მინისტრებმა.

თავად ვიცე-კანცლერი 3 დღის წინ სკანდალური ვიდეო–ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გადადგა, სადაც რუსი ქალი მას არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებას ჰპირდება, სანაცვლოდ კი ხელსაყრელ კონტრაქტს და გავლენიანი მედია გამოცემის 50 %–იანი წილის შესყიდვის უფლებას ითხოვს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp