"ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან არ განვიხილავთ"

ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან არ განვიხილავთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ფრენების სუბსიდირების ნაწილში მიმართულებები ძირითადად ქუთაისის აეროპორტი იყო. დღეს ჩვენ დაახლოებით, 50 წერტილი გვაქვს ევროპაში, სადაც პირდაპირ ფრენებს ვახორციელებთ. პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტი, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მაქსიმალურად გავზარდოთ. ამ ინსტრუმენტს ჩვენ, რა თქმა უნდა, შემდგომში გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, ეს სუბსიდირების ფორმები ქვეყნისთვის უნდა იყოს კომერციულად საინტერესო და მისაღები, რათა ტურიზმი განვითარდეს. ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც კარგად მუშაობს", - განაცხადა გახარიამ. 

ცნობისთვის:   რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 8 ივლისს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეწყვიტა მას შემდეგ, რაც თბილისში რუს დეპუტატ გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოს უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა დადგენილებებს, რომლითაც თბილისი-მოსკოვის რეისების მგზავრთნაკადის დაკომპენსირების მიზნით, სახელმწიფო გეგმავდა თბილისი-ერევანის რეისების სუბსიდირება დაეწყო. პროექტის მიხედვით, რუსი ტურისტების მოსაზიდად, რუსული აეროპორტებიდან აფრენილი თვითმფრინავები ჯერ ერევანში დაეშვებოდნენ, შემდეგ კი, ტურისტები თბილისში ჩამოვიდოდნენ. ბახტაძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში ეწერა, რომ პროგრამისთვის საჭირო თანხას – 600,000 ევროს, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” გამოყოჰფდა. სუბსიდირების პროექტის კონფიგურაციის მიხედვით, დაფინანსებას მიიღებდა კომპანია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიმართავდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს