2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 95 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, 2019 წლის იანვარ-ივნისის (I-II კვარტალი) პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.5 მილიარდ დოლარს (ზრდა +7%), რაც 95 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, იანვარ-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში შეადგინა 7.7%, ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია.

"2019 წლის აპრილი-ივნისის (II კვარტალი) პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 878 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 68 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აპრილი-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში შეადგინა 8.2%. ზრდა წინა წელთან შედარებით +23.6%-ია", – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
30 დღეში 30 ფილმის უყურებისთვის 1 000–დოლარიანი ჯილდო დაწესდა