„აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება“

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, თბილისი ვაშინგტონთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას გეგმავს.

ამის შესახებ აშშ–ში ვიზიტად მყოფმა იზორიამ ქვეყნის თავდაცვის მდივნის მოადგილე ჯონ რუდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის მრავალეროვნული სწავლებების ფორმატისა და მასშტაბის გაზრდის აუცილებლობაც განვიხილეთ. შემოდგომაზე აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება, რომელშიც პრიორიტეტული მიმართულებები გამოიკვეთება და ამით აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება. გარდა ამისა, ეს მოგვცემს საფუძველს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს NATO-ს და მიღწეული თანამშრომლობის მაღალი ხარისხით ქვეყანა მზად იქნება NATO-ში გასაწევრიანებლად“, – აღნიშნა ლევან იზორიამ და იქვე დასძინა, რომ „აშშ–სა და საქართველოს შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა არასდროს ყოფილა“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"