საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველ საერთაშრისო ვიზიტს იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხვალ აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

პრემიერ-მინისტრის პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

პრეს-სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით,

9 ოქტომბერს გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, შემდეგ კვირას ვიზიტი შედგება სომხეთში. ასევე, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

ამავე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი ბრიუსელში შედგება ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე, როგორც კი, განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
30 დღეში 30 ფილმის უყურებისთვის 1 000–დოლარიანი ჯილდო დაწესდა