კრემლი ლუკაშენკოს ინიციატივას ნეგატიურად აფასებს

კრემლი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინიციატივას ნეგატიურად აფასებს.   

„მოსაზრებას, რომ ნორმანდიის ფორმატს აშშ შეუერთდეს, არ აქვს მხარდაჭერა.  თუმცა აშშ–ს შეუძლია, ნამდვილად გამოიყენოს თავისი გავლენა კიევზე, რათა ამ უკანასკნელმა, რაც შეიძლება დროულად შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის: ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში აშშ–იც უნდა იყოს ჩართული.

„უკრაინის კონფლიქტის მოგვარება აშშ–ის ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით შექმნილია „ნორმანდიის ფორმატი“, რომლის შემადგენლობაშიც რუსეთი, უკრაინა, გერმანია და საფრანგეთი შედიან.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზე იმსჯელეს