გურამ ჩალაგაშვილი 700 ლარით დაჯარიმდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი სამართალდამრღვევად სცნო და 700 ლარით დააჯარიმა.

„30 პროცენტიანი ფასდაკლება ისწავლა ჩვენმა ხელისუფლებამ, ხაზარაძეს მოსთხოვეს და დაუტოვეს 700 000. ჩემთან იყო 1 000 ლარო და დამიკლეს და 700 ლარის გადახდა მომთხოვეს. სამართალი არ არსებობს, ორი აზრი არ არის. დღევანდელი საქმე არაფერს არ ნიშნავს. როდესაც პოლიტპატიმრები გვყავს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველო უყვართ. შეუძლებელია, დღეს რომელიმე გადაწყვეტილებას დაეთანხმოს უბრალოდ მოაზროვნე ადამიანი“, – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

შსს-მ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზვიად ძიძიგური საპარლამენტო თანამდებობას და უმრავლესობას ტოვებს