კილაძეს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილება კითხვებს უჩენს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებამ კითხვები გაუჩინა. 

"საოცარია, რატომ არ აქვს მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი, რა სამართლებრივი საფუძველი აქვს",- კითხულობს კილაძე საია-ს მიერ 20-21 ივნისის მოვლენებზე გავრცელებულ ინფორმაციის საპასუხოდ. 

„საკითხთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები მიჩნდება. ჩვენ ვნახეთ, პოლიციელები იყვნენ დაზიანებულები და რა თქმა უნდა, მათაც უნდა ჰქონოდათ დაზარალებულის სტატუსი, მაგრამ მე მგონია, რომ ოთხზე მეტ ადამიანს ყველა ვარიანტში უნდა ჰქონოდა დაზარალებულის სტატუსი, ამიტომ მე სერიოზული კითხვის ნიშნები მიჩნდება. მიჩნდება, რა თქმა უნდა, იმ გოგონას მიმართ, რომელმაც თვალი დაკარგა და საოცარია, რატომ არ აქვს მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი, რა სამართლებრივი საფუძველი აქვს. რატომ ვერ მოხვდა მაკო გომური და კიდევ სხვა ადამიანები, რომელიც ჩემი შეხედულებით შეიძლება იყვნენ დაზარალებულები, ამაზე პასუხი პროკურატურამ უნდა გაგვცეს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის: ახალგაზრდა იუსტისტთა ასოციაციის მონაცემებით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულის სტატუსი 67 პოლიციელს აქვს მიღებული, ხოლო აქციის მხოლოდ 4 მონაწილეს. ამ ცნობებში საია პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა