ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდს უმასპინძლა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ხაზი გაუსვეს და მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრას ახლად დანიშნული ატაშეც დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა პოლკოვნიკ ებადოლა მოხთარ ნეყაბადის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატება უსურვა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
30 დღეში 30 ფილმის უყურებისთვის 1 000–დოლარიანი ჯილდო დაწესდა