თურქეთში ტრამპის მუქარას პასუხობენ

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოკტაი აცხადებს, რომ როდესაც საქმე ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, ქვეყანას გააჩნია სიმტკიცე და ძალა, საკუთარი გეგმები განახორციელოს. ამ განცხადებით ფუატ ოკტაიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა. 


მისივე თქმით, "მუქარით თურქეთის კონტროლი დაუშვებელია".

„თურქეთი არ დაუშვებს საკუთარ საზღვრებთან ტერორისტული კორიდორის ან ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას“, – განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ თუ თურქეთის ქმედებები მისთვის მისაღები არ იქნება, ის თურქეთის ეკონომიკას მთლიანად გაანადგურებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ