MDF: ხელისუფლებამ 2018 წელსაც დააფინანსა მედიები, რომელებიც კრემლის პროპაგანდას ეწეოდნენ

მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევის მიხედვით, ხელისუფლებამ 2018 წელსაც დააფინანსა ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც სიძულვილის ენასა და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და კრემლის პროპაგანდით იყვნენ დაკავებულები. 

"აღნიშნული მედიები ინფორმაციისა და რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო ხელშეკრულებებს ადრეც იღებდა. მას შემდეგ რაც, რასიზმისა და შეუწყ­ნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში MDF-ს კვლევაზე დაყრდნობით, კომისიამ სახელმწიფოს რეკომენდაცია მისცა გადაეხედა იმ მედია საშუალებებთან არსებული კონტრაქტებისთვის, ვინც რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენა­ში იყო შემჩნეული, გარკვეულ მედიებთან, მათ შორის ტვ ობიექტივი, გაზეთი ალია, ასეთმა თანამშრომლობამ იკლო, თუმცა როგორც 2018 წლის მონაცემები აჩვენებს, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა სხვა მედიებს არ შეხებია და ECRI-ის შესაბამისი რეკომენდაცია18 შესრულებული არ არის", – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, 2018 წელს 7 ასეთი მედიასაშუალება გამოიკვეთა. მათ შორის ყველაზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკასთან "(129 710) და ონლაინგამოცემა "Newspress.ge", "nsp"-სთან (36 173) გაფორმდა.

MDF-ს ინფორმაციით, სიძულვილის ენისა და ანტიდასავლურ განწყობების მედიებს აფინანსებდნენ: გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ა.შ

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ