კალაძე – ხაზარაძის სექსისტურ განცხადებაზე: „შეიძლება, სხვა კონტექსტში უნდოდა, ეთქვა, ბევრ პოლიტიკოსს მოსდის ასეთი შეცდომები“

„ზოგადად, როცა პოლიტიკოსი ასეთ შეცდომას უშვებს, ცხადია, ოპონენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები ამას გამოიყენებენ. მეც ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში, ასეთი შეცდომები მეც და ბევრ პოლიტიკოსსაც გვქონია. ეს არ იყო ლამაზი გამონათქვამები, შეიძლება, სხვა კონტექსტში უნდოდა, ეთქვა, თუმცა მისი მხრიდან არ იყო სწორი ამ ტიპის და შინაარსის განცხადების გაკეთება“.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა. 

ცნობისთვის: 3 ოქტომბერს მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლმა მამუკა ხაზარაძემ  განაცხადა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“. აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების და მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს