გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გლობალური კონკურენტუნარიანობის 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში 141 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორის საქართველო 74-ე აგილს იკავებს და 100 ქულიდან 60,6 აქვს, გასული წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 66-ე ადგილზე იყო.

2019 წლის რეიტინგის პირველ ხუთეულში არიან სინგაპური, აშშ, ჰონ-კონგი, ნიდერლანდი და შვეიცარია.  რეიტინგში ბოლო 141- ე ადგილზეა ჩადი.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს 12 ძირითადი კრიტერიუმისა და მრავალი ქვეკრიტერიუმის მიხედვით ადგენს. მათ შორისაა: მაკროეკონომიკური სტაბილურობა; სახელმწიფო ინსტიტუტების და ინფრასტრუქტურის მდგომარეობა; შრომის და სასაქონლო ბაზრების ეფექტიანობა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ