“ის ფაქტი, რომ 67 პოლიციელია დაზარალებულად ცნობილი და 4 მომიტინგე, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის არაფერს ამბობს”

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განცხადებით, "ის ფაქტი, რომ 67 პოლიციელია დაზარალებულად ცნობილი და 4 მოქალაქე მისთვის,როგორც იურისტისთვის არაფერს ამბობს".

ამის შესახებ თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

“დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის, არის მტკიცებულებით. მტკიცებულება სტანდარტით არის, როდესაც ეს სტანდარტი იქნება, მაშინ იქნება დაზარალებულებიც და ბრალდებულებიც”, – განაცხადა თადუმაძემ.

ცნობისთვის: საია-ს ინფორმაციით, 20 ივნისის მოვლენებზე 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილეა დაზარალებულად ცნობილი, თუმცა მათ შორის არ არის მაკო გომური, რომელმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ შემდეგი განაცხადა: „დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი, მაკო გომურთან ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი პროცედურები დასრულდება, მაკო გომურს დაზარალებულად სცნობენ“.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზე იმსჯელეს