თბილისში, ორხევის დასახლებაში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი ნათლული მოკლა.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ