NDI - გამოკითხულთა უმეტესობა ხაზარაძის გადაყენებას „პოლიტიკურად მოტივირებულად“ მიიჩნევს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ეროვნული ბანკის მიერ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის თანამდებობიდან გადადგომის მოწოდება პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული. ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" ორ ლიდერს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გადადგომისკენ მოუწოდა 2008 წელს ფულის გათეთრების ბრალდებასთან დაკავშირებით. 

კითხვაზე, იცოდით თუ არა ამის შესახებ, გამოკითხულთა 68% აცხადებს, რომ იცოდა, ხოლო 27% ამის შესახებ არ სმენია. ამასთან, მათი უმრავლესობა -62%, ვისაც აღნიშნული ფაქტის შესახებ სმენია, აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული. 16% ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება უმეტესად დამოუკიდებელი გამოძიებით იყო განპირობებული. 22%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„მაგთიკომი“ მომხმარებლებს აფრთხილებს